„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. როგორც თავად ამბობენ, ამ ფორმით მათ ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისება გააპროტესტეს. პარტიის წევრები ჩოხატაურში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკავებასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ქმედება ფორმალურია და ეჭვმიტანილები მალე გათავისუფლდებიან.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ადგილი აქვს მანიპულაციას. მათივე ინფორმაციით, ჩოხატაურის საკრებულომ განიხილა სკვერის ფუნქცია. რეკრეაციული ზონის უმეტეს ნაწილს კი უტარდება რეაბილიტაცია.