„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება

„ჩემი ცოლის დაქალები მშენებლობებში“, – თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბრიფინგი გამართა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, კალაძის ცოლის მეგობრებს სამშენებლო ბიზნესები აქვთ. როგორც საკრებულოს წევრი ამბობს, 2017 წელს, ვაკეში, ვერეს ხეობაში კვადრატული მიწა 12 დოლარად გაყიდეს, სადაც სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი უნდა აშენებულიყო, თუმცა ახლა, ამის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსები ჩაიდგმება. ნადირაძეს „ქართულ ოცნებაში“ უკვე უპასუხეს და ბრალდებებს ცილისმწამებლური კამპანია უწოდეს. ოთარ გრიგოლიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზა დაადგენს, თუ რა ფასი აქვს კვადრატულ მიწას ვერეს ხეობაში და კომპანია დანამატს გადაიხდის.