„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა გოგოლაძის განცხადებით, გოცირიძის მეტროს რეაბილიტაციისთვის დაქირავებული კომპანია სამუშაოებს სათანადოდ ვერ ასრულებს. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადა შვიდჯერ შეიცვალა, რის გამოც გოცირიძის მეტრო ორი წელია დაკეტილია. საკრებულოს წევრის განცხადებით, არასწორად ჩატარდა განსახორციელებელი სამუშაოების ექსპერტიზაც, რამაც კომპანიებს მუშაობის პროცესში ხელი შეუშალა.

საპასუხოდ, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ კომპანიასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არსებობდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.