„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება „ქართულ ოცნებას“. პარტიის წევრები ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას ნერვიულობას, კონკრეტულად კი „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაბირების მცდელობას უკავშირებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს და აუდიოჩანაწერი გაავრცელეს. მათივე მტკიცებით, მოლაპარაკებებში თორნიკე რიჟვაძეც იყო ჩართული.

საპასუხოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ბრალდებების გამო, ბოდიშის მოხდა მოუწევს.