„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისის მერიასთან

„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას მართავს. ამ წუთებში ისინი დედაქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები და თავიანთ პროტესტს ბანერებითა და საყვირებით გამოხატავენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ნარსია ამბობს, რომ ისინი კონკრეტულად კახა კალაძის საქმიანობასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მათ შორის აკრიტიკებენ მერის მიერ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.