„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია - შეფასებები

9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა, გიორგი მუმლაძემ, ნიკა ნარსიამ და კახა კვეკვესკირმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. ოპოზიციური პარტიის წევრები მოქალაქეებს აქციაზე იწვევენ. მათი თქმით, 9 აპრილის აქცია   ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია და საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსირონ მათი ევროპული არჩევანი.

ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია რას ემსახურება 9 აპრილს აქციის გამართვა, შესაბამისად ისინი ამ აქციაზე წასვლას არ გეგმავენ.