„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ბათუმის მერიასთან  

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის მატება გააპროტესტეს და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, 31 დეკემბრიდან მძღოლები მგზავრებისგან 70 თეთრს ითხოვენ და ტარიფის გაზრდაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. შეხვედრა მერთან არ გამართულა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მას კაბინეტთან დაელოდებიან.