„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაბადების დღეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ქუჩაში გავიდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე აქცია მოაწყო ლოზუნგით, „თავისუფლება მიშას“. მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა. ამ მიზნის მისაღწევად დღეიდან პარტია ბრძოლის ახალ სტრატეგიას მიმართავს და კახეთის გზატკეცილზე მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციის დაწყებას აანონსებს. გეგმა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ექს-პრეზიდენტის დედაც, რომელმაც ადგილზე შეკრებილებს შვილის კიდევ ერთი წერილი წაუკითხა. საპროტესტო მოძრაობის გაგრძელება და ამავე დროს პრეზიდენტის მიერ ეროვნული თანხმობის მისაღწევად დაწყებულ პროცესში მონაწილეობა – ასე ესახებათ უახლესი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია პარტიის ლიდერებს და ფიქრობენ, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

დღევანდელ აქციაზე სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერები არ იმყოფებოდნენ.

დატოვე კომენტარი