„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს საკრებულოში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თბილისის მერს უკანონო მშენებლობების ნებართვების გაცემაში ადანაშაულებენ. ისინი კახა კალაძეს საკრებულოში იბარებენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რასაც პასუხი თავად მერმა უნდა გასცეს. ოპონენტების მოთხოვნას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.