„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს ფულის ჩარიცხვას სთხოვს
როდის გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ – ეს დიდწილად ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ამომრჩეველთა აქტიურობაზეა დამოკიდებული. „ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობის ორგანიზებისთვის ფინანსურ დახმარებას სწორედ მხარდამჭერებს სთხოვს და სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერსაც აზიარებს. დაანონსებულია პარტიის მართვის ძირეული რეფორმა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარდამჭერთა აქტიური მონაწილეობა. ასარჩევია ახალი თავმჯდომარეც, რაც შიდა პარტიული დაპირისპირებას თემად უკვე იქცა. გაურკვეველია „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ალიანსთან თანამშრომლობის საკითხიც. მუდმივი ურთიერთბრალდებების ფონზე, სავარაუდოდ ყრილობის შემდეგ გაირკვევა, დატოვებს თუ არა ალიანსს მიხელ სააკაშვილის პარტია.
ვინ რა სტრატეგიით აპირებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას და როგორ აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ ვითარებას – თათია ტაბეშაძე გიამბობთ.