„ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც „გრინსერვის პლუსის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გამოიკვლევს. პარტიის წევრების თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ არამარტო ვაკის პარკში, არამედ ქალაქის სხვა ადგილებშიც ჩაატარა სამუშაოები, სადაც ბავშვებისთვის გასართობი სივრცეებია მოწყობილი. ეს კი მოქალაქეებს დამატებით საფრთხეს უქმნის.