„ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძეს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ბრალდება კახა კალაძეს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერიამ 3 მილიონი ლარის ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაუფორმა მილანურ კომპანიას.

ასევე, ხაბეიშვილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და  სახელმწიფო აუდიტს საქმის გარკვევისკენ მოუწოდებს.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მერიაში და ნაციონალურ მოძრაობას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.