„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ

საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის შემდეგ, ოპოზიციას ერთმანეთის წინააღდეგ ბრძოლა, სავარაუდოდ ისანშიც მოუწევს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც  კენჭისყრას  სწორედ ამ ოლქში  გეგმავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ერთობის დატოვებას არ პატიობს და ისანში ახალი კანდიდატის დაყენებაზე ფიქრობს.

თავად გიორგი ვაშაძე ბრალდებებს უარყოფს და ისანში  მაჟორიტარობისთვის ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ იზიარებენ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი სხვა პარტიები, რომლებიც აქცენტს მრავალპარტიული შეთანხმების მნიშნვნელობაზე აკეთებენ.

ეყოლება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისანში ახალი კანდიდატი, ეს შიდა კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.