„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში აქციებს აანონსებს. პარტიის ლიდერების განცხადებით, პროტესტი 6 მაისს დაიწყება. ისინი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და გათავისუფლებას ითხოვენ. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა ხდება.