„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან

18:12, 12.11.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიაში არსებული კრიზისისა და სირთულეების შესახებ ისედაც ცნობილი იყო, რაც ახლა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წევრებმა თავადაც დაადასტურეს და არჩევნებისთვის ემზადებიან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა. უმრავლესობის წევრების თქმით, ორად გაყოფილ პარტიაში მხარეები გავლენებისთვის იბრძვიან.

მსგავსი