მზიურში ინდოეთის ტრადიციული ფერების ფესტივალი ‘’ჰოლი’’ გაიმართა

ინდოეთის ტრადიციული ფერების ფესტივალი ‘’ჰოლი’’ გაიმართა მზიურში. ღონისძიებაში ინდური კულტურის ცენტრ “ლაქშმის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჰოლი ინდოეთის ტრადიციული დღესასწაულია და ის ყოველ წელს თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში აღინიშნება.

თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ერთმანეთს ფერად საღებავს აყრიან. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს და მასში მთელი ინდოეთი მონაწილეობს.