მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. იკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები. მათ შორის იქნებიან გამომცემლობა „ბათუმელების“ ჟურნალისტები და აქციაზე მყოფი პირები. სხდომას ესწრება საფრანგეთის ელჩის მოადგილე და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც პატიმრობიდან 17 აპრილს გაათავისუფლეს და ბათუმში სწორედ ამ პროცესზე დასასწრებად ჩავიდა. სხდომის დაწებამდე სასამართლოს ეზოში გაიმართა საპროტესტო აქცია. მზია ამაღლობელი პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყო. სასამართლოს კითხვებს ჟურნალისტები პასუხობენ.