მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შიმშილობის 30-ე დღე – მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკა რჩება.

ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა, მათ შორის განმეორებითი კვლევები. მზია ამაღლობელი ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას და რჩება მონიტორინგის ქვეშ. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა 4 მარტს არის დანიშნული.