მზადება ვაქცინის მისაღებად

კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი  მიღებულია.  დოკუმენტის პირველად ვერსიაზე კოვიდ-19 ვაქცინის დანერგვის უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე დღეს იმსჯელეს. ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად  წარედგინება. სწორედ ამ დოკუმენტით იხელმძღვანელებს საქართველო პრეპარატის  მიღებისა და ვაქცინაციის პროცესში.„კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველო ჯამში ვაქცინის 700 ათას დოზას ელოდება.  პირველ ეტაპზე კი 200 ათას დოზას სავარაუდოდ, კომპანია „ფაიზერისგან“ მიიღებს. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინის შემოტანის გზებზე მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს. მთავრობის ხელმძღვანელი პირობას  დებს, რომ საქართველოს მოსახლეობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ავტორიზებულ ხარისხიან ვაქცინას მიიღებენ.