მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის

57 დღე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. 2 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებთან ერთად, 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევს. უკვე ცნობილია დედაქალაქის მერობის სამი კანდიდატის ვინაობა. „ქართული ოცნებას“ ისევ კახა კალაძე წარმოადგენს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს, მესამე კი, კოალიცია „თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატი ზაზა ხატიაშვილია.

აქტიური კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებიან სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მერობისა და საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატების წარსადგენად ვადა 2 სექტემბრამდე აქვთ.

მანანა დევაძე გიამბობთ რომელი პარტია, რა კონფიგურაციით ჩაერთვება 2 ოქტომბრის არჩევნებში.