მზადება საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის - უეფა-ს ოფიციალური გვერდის წერილი
ახალი სახეები და მეტი სიურპრიზი: ევროპის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, – საქართველოს ეროვნული ნაკრების „ევრო 2024“-ის მერვედფინალში გასვლას, უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა.
„ევრო 2024“-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს. მათ შორის, ვინც „ევრო 2024“-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა. პორტუგალიის დამარცხებით მათ პირველად იზეიმეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე პლეი-ოფში გასვლა. „ევრო 2024“-ზე საქართველოსა და სლოვენიის წარმატებები ისტორიული მომენტია პატარა ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე ევროპის ჩემპიონატის მზარდი კონკურენტუნარიანობის მაგალითია, – წერია უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.