მზადება საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის – ლევან ღუდუშაური კიოლნიდან

18:12, 30.06.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების საბოლოო განაცხადში 25 ფეხბურთელი იქნება. ჩეხეთსა და პორტუგალიასთან მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილი გამოტოვებს. მატჩს „რეინ ენერჯი სტადიონზე“ ფრანგი არბიტრი, ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება. საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს შეხვედრა გამორჩეულია. აქ ორივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური საგზურისთვის იბრძვის.

კიოლნში მუშაობს ჩვენი კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი და ლევან ღუდუშაური.

მსგავსი