ერთი დღე საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებამდე – ხვალ, თბილისის დროით საღამოს 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. „ჯვაროსნები“, რომლებიც 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ, მერვედფინალური მატჩისთვის ემზადებიან.
ქართველი ფეხბურთელები ფელბერტის ბაზაზე 20:00 საათზე კიდევ ერთხელ ივარჯიშებენ. ქალაქ კიოლნში კი, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, დღეს თამაშისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.
რაზე ისაუბრეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ამას ლევან ღუდუშაური გვეტყვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატსა და ჩვენი გუნდის ასპარეზობას აშუქებს.