საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. ხვალ „ჯვაროსნები“ ესპანეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრები, რომელმაც პორტუგალიასთან გამარჯვებით მსოფლიო აალაპარაკა, თბილისის დროით 23:00 საათზე მერვედფინალურ მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან გამართავს.
ჩვენი გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. რამდენიმე წუთში კი გერმანიის ქალაქ კიოლნში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, თამაშისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
გერმანიაში იმყოფება ლევან ღუდუშაური და „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა ის განაგრძობს.