მზადება საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. დღეს თბილისის დროით 15:45 წუთზე წინასამატჩო პრესკონფერენცია, გერმანიის ქალაქ კიოლნში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 20:00 საათზე „ჯვაროსნები“ ვარჯიშს კვლავ ფელბერტში ჩაატარებენ.

ხვალ კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.