მზადება საპრეზენტაციო კონცერტისთვის  

თბილისის სიმფონიური ორკესტრი საპრეზენტაციო კონცერტისთვის ემზადება.

ახლადშექმნილი კოლექტივი სამთვიანი მუშაობის შემდეგ მსმენელს საკმაოდ რთულ პროგრამას წარუდგენს. 18-დან 25 წლამდე ასაკის მუსიკოსებთან ახალგაზრდა დირიჟორი, მირიან ხუხუნაიშვილი და ცნობილი კომპოზიტორი, მიხეილ მდინარაძე მუშაობენ. ორკესტრი სიმფონიური შემადგენლობით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში კონცერტებს პერმანენტულად გამართავს, რა დროსაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად, არაერთ საინტერესო და ექსპერიმენტულ პროექტსაც წარმოადგენს.