მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის

წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში გადადის.

თბილისისგან გასხვავებით, რეგიონებში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატთა შერჩევის საერთო სტრატეგია აღარ იმოქმედებს. პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და ამ გაერთიანების ყველაზე მსხვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატების წარდგენას აპირებს. მსგავსი ტაქტიკა არ მოსწონს ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, თუმცა ანალოგიურ მეთოდს მიმართავს „ლელოც“. რაც შეეხება დედაქალაქს, რვა მაჟორიტარული ოლქიდან „ლეიბორისტების“ ოფისში შექმნილი ოპოზიციური ფორმატის მონაწილეებმა მხოლოდ ექვსზე მიაღწიეს კონსენსუსს. ორ ოლქში, – საბურთალოზე და დიდუბე-ჩუღურეთში კი, ყველა პარტიისთვის სასურველ საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება.

დატოვე კომენტარი