„მზადება საბავშვო ევროვიზია 2025“-სთვის
„საბავშვო ევროვიზია 2025“-ის მონაწილეთა ნაწილი უკვე საქართველოშია. დღეს თბილისში ევროპის 17 ქვეყნის დელეგაცია ჩამოფრინდა. რეპეტიციები ოლიმპიურ სოფელში ხვალიდან იწყება. ხვალვე, კონკურსანტების მონაწილეობით დაგეგმილია იმ პოსტ კარდების გადაღება, რომლებიც ეთერში მათ სცენაზე გამოსვლამდე გავა. ამის შემდეგ, 8 დეკემბერს სასტუმრო „პულმანში“ საზეიმო მიღება გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას პირველი არხის პროექტის, „რანინას“ მონაწილეები და საბავშვო ევროვიზიის გასული წლების ქართველი გამარჯვებულები მიიღებენ.
შეგახსენებთ, საბავშვო ევროვიზიის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პირველი არხი შოუს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.