მზადება რთველი 2026-სთვის
რთველის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება – დაახლოებით ერთ თვეში ყურძნის კრეფა დაიწყება. მანამდე ღვინის ეროვნული სააგენტო მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. წელსაც ტრადიციულად ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც პროცესს მონიტორინგს გაუწევს. უამინდობით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი ოპტიმისტურია. სახელმწიფო პირობას დებს, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. იმოქმედებს რამდენიმე ცვლილება, მათ შორის საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი ერთი პუნქტით შემცირდა. 21 %-ამდე შაქრიანობის შემცველ ყურძენს სახელმწიფო კომპანია ყველაზე ძვირად ჩაიბარებს. ფასი დაიკლებს შაქრიანობის დონის შესაბამისად. რაც შეეხება კერძო კომპანიებში ჩასაბარებელ მოსავალს, ამ შემთვევაში ყურძნის ფასს ბაზარი დაარეგულირებს.