მზადება „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციისთვის

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო ღონისძიებას შიდა ქართლიდანაც შეუერთდებიან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებიდან მოდიან. გორში მხარდამჭერები კულტურის სახლთან შეიკრიბნენ. სოფლებიდან მოსახლეობა მათ ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ შავშვებთან შეუერთდება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 5 000-მდე ადამიანი მიემგზავრება დღეს თბილისში.

დატოვე კომენტარი