მზადება პრემიერისთვის

მოზარდმაყურებელთა თეატრში საპრემიერო სამზადისია.

„ლევილის დედა“ – ასე ჰქვია რეჟისორ რუსუდან კობიაშვილის სპექტაკლს, რომელიც მისი წინაპრების რეალურ ისტორიას ასახავს. სპექტაკლი, საბჭოთა პერიოდში საფრანგეთში იძულებით გადასახლებულ საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურის ვალოდია გოგუაძისა და მისი მეუღლის ნამეტია ბერძენიშვილის ისტორიას აღწერს. ბერძენიშვილი-გოგუაძის ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთში, ქართული მამულის ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და შენარჩუნებაში. ორივე მათგანი, ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული. პრემიერა, მოზარდმაყურებელთა თეატრში პირველ თებერვალს გაიმართება.