მზადება მეორე ტურისთვის

მმართველ პარტიაში კონსულტაციები დილიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდებოდა. როგორც მმართველი გუნდის ლიდერები განმარტავენ, შეხვედრაზე პირველი ტურის შედეგები, ამ შედეგების გამომწვევი მიზეზები და საარჩევნო ტექნოლოგიების კუთხით გამოვლენილი ხარვეზები განიხილეს.

სახელისუფლებო პარტია მეორე ტურის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. გუნდი ორეტაპიან ცვლილებებს აანონსებს. პირველი ეტაპი არჩევნებამდე ჩასატარებელი ღონისძიებებია, მეორე ეტაპზე კი ცვლილებები საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზეა მოსალოდნელი.