მზადება ფესტივალი „ქართულისთვის“

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ იწყება. ფესტივალი დღეს, 20:00 საათზე რუსთავის ცენტრალურ პარკში „კახაბერის და ხანუმების“ და ანსამბლ „სალხინოს“ კონცერტით გაიხსნება. საფესტივალო სივრცე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს ათი დღის განმავლობაში, 5 მაისამდე უმასპინძლებს.

კონკურს-ფესტივალში წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 26 ანსამბლი და 3 000-მდე მოცეკვავე მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კალიგრაფიის, კერამიკაზე მუშაობის, ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები და ქართული ეროვნული ელემენტებით შექმნილი სამოსის შოურუმი.

კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავში 2024 წელს დაარსდა და ყოველი წლის გაზაფხულზე გაიმართება.