მზადება ელექტრონული არჩევნებისთვის

როგორ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად – ცესკო-მ საზოგადოებას გეგმა გააცნო.

საარჩევნო რეფორმის მიხედვით, ახალ პარლამენტს ყველა დიდ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში ელექტრონული მთვლელებით აირჩევენ, რაც ამომრჩევლების 70 %-ს მოიცავს. ელექტრონულად წარიმართება მოქალაქეების რეგისტრაციაც. ქვეყანას ელექტრონული არჩევნების გამოცდილება უკვე აქვს. 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს რამდენიმე უბანში მოქალაქეებმა ხმა სწორედ ელექტრონული აპარატურით მისცეს. მოლოდინია, რომ ახალი სისტემა ბიულეტენების დისბალანსის პრობლემას მოხსნის და ხმის დათვლის პროცესის მიმართ სანდოობას გაზრდის.