მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის 

პოლიტიკური უთანხმოების ფონზე კიდევ ერთი საარჩევნო ინიციატივა ჩნდება. მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდზე მმართველ გუნდს ახალი წინადადების განხილვა მოუწევს.

„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების 138-მდე ან 135-მდე გაზრდას სთავაზობს. ამ მოდელის მიხედვით, პარლამენტში მხოლოდ 12 ან 15 მაჟორიტარი მოხვდება. ახლა საინტერესოა, დაუჭერს თუ არა მხარს ამ ვარიანტს დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც თვეებია, ე. წ. გერმანულ მოდელს ლობირებს.

თავის მხრივ საკუთარ წინადადებას, ანუ 100-50-ზე გადანაწილების პრინციპს ძალაში ტოვებს მმართველი გუნდი.

თამუნა წიკლაური არკვევდა, არსებობს თუ არა დიალოგის მეხუთე რაუნდზე კონსენსუსის მიღწევის შანსი.