მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის ფოთში

15:06, 25.05.2025

ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ ფოთშიც. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, ცენტრალურ მოედანზე ხვალ, 12 საათიდან დაიწყება. ბავშვებისთვის დაგეგმილია საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები, მოეწყობა გასართობი სივრცეები. ასევე სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ღონისძიების დასასრულს კი საზეიმო კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი