მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის
ეროვნულ დღესასწაულამდე რამდენიმე საათი რჩება. 26 მაისისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის 21 მუნიციპალიტეტში გაიმართება. თავისუფლების მოედანზე სამხედრო ნაწილებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს, მათ შორის არიან წვევამდელები, რომლებიც ფიცს დადებენ. პარალელურად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის მოეწყო ინფრასტრუქტურა. თავისუფლების მოედანზე უკვე გამოტანილია სამხედრო ტექნიკის ნაწილი. ოფიციალური ნაწილის პარალელურად, დამოუკიდებლობის დღეს თბილისსა და რეგიონებში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
დესი ვარდოსანიძის ჩართვა #მოამბერეგიონები