ეროვნულ დღესასწაულამდე ერთი დღე რჩება. 26 მაისისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. თავისუფლების მოედანზე სამხედრო ნაწილებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს, მათ შორის არიან წვევამდელები, რომლებიც ფიცს დადებენ. პარალელურად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის ეწყობა ინფრასტრუქტურა. თავისუფლების მოედანზე უკვე გამოტანილია სამხედრო ტექნიკის ნაწილი. წვევამდელთა ფიცის დადების შემდეგ, ხვალ მოქალაქეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავენ. ოფიციალური ნაწილის პარალელურად, დამოუკიდებლობის დღე თბილისში, ათონელის, ფურცელაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში აღინიშნება. დაგეგმილია კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები.