მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის

15:05, 25.05.2025

ოფიციალური ნაწილის პარალელურად, დამოუკიდებლობის დღე თბილისში, ათონელის, ფურცელაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში აღინიშნება. დაგეგმილია კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები. საბავშვო შემეცნებითი სივრცე პატარებს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს. მოეწყობა საბავშვო კინოთეატრიც. სპორტის სივრცეში კი მოქალაქეებს სამაგიდო თამაშები, კალათბურთი, ფეხბურთი და პადელი დახვდებათ. საგამოფენო სივრცეს ღვინის სტენდები, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ყვავილები დაიკავებს. აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული იქნება კვების ობიექტებიც. სტუმრების განწყობაზე კი მუსიკოსები იზრუნებენ. ხვალინდელი დღის კულმინაცია 17:10 წუთზე იქნება – პრეზიდენტის სასახლის ეზოში ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

მსგავსი