მზადება არჩევნებისთვის - ოპოზიციის მოწოდებები 

არჩევნებისთვის მზადების პარალელურად კვალვ შეუთახმებელია პოზიციები ოპოზიციაში.

მაჟორიტარობის კანდიდატებზე მოსაზრებები ისევ განსხვავებულია. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ერთი მაგიდის ირგვლივ სხედან, საერთო კანდიდატებზე შესათანხმებლად ერთმანეთს ცალ-ცალკე გამართული ბრიფინგებიდან მოუწოდებდნენ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ აუცილებელია კომპრომისი იმისთვის, რომ მაჟორიტარების საერთო სია შედგეს, თუმცა ვინ წავა დათმობაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.

დატოვე კომენტარი