მზადება არჩევნებისთვის

 „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ეს პროგნოზი კი პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებსა და შესაბამის კვლევებს, არამედ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებსაც ემყარება.

ჯერჯერობით ისევ ბუნდოვანია ოპოზიციური პარტიების გეგმები. მათი ერთი ნაწილი საარჩევნოდ გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, მეორე ნაწილი „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას და ახალი ძალის ფორმირებას აანონსებს.