მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის

არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ და მათი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. პარტია „გირჩის“ წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა ორი დიდი პარტიის მხარდამჭერებს შორის მიმდინარეობს. მმართველ გუნდი შეხვედრებს და ახალი პროექტების წარდგენას განაგრძობს. „ქართულ ოცნებაში“ ოპონენტების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ გამორიცხავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, გაიმარჯვებენ.