მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის

მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. კენჭისყრა 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ე.წ. სირცხვილის კორიდორი, რომლის გამართვაც ოპოზიციის ნაწილმა არჩევნების დღეს დააანონსა, ამომრჩეველზე ძალადობაა. ამასთან, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას საარჩევნო პროცესში დაბრუნებისა და  მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.