მზადება აქციისთვის

20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობა „სირცხვილია“ მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება. ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით ორ საათს გასტანს, იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი.

დღის 14:00 საათიდან გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ავტომანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან. რა ხდება ადგილზე, ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ აშუქებდა აქციას პარლამენტის შენობასთან და იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც დაშავდა – რა განცხადებები კეთდება აქციის დაწყებამდე.