მზადება აქციისთვის

20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება სახელწოდებით „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა ნორმა.

დატოვე კომენტარი