მზადება აბრეშუმის გზის ფორუმისთვის 

ერთ კვირაში საქართველო საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.

აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე, პროექტის მომავალზე და საქართველოს პოზიციონირების გაძლიერების პერსპექტივაზე ათეულობით ქვეყნის წარმომადგენლები თბილისში იმსჯელებენ. ქვეყანა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩასატარებლად ემზადება. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და მარშრუტში ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ხელისუფლება პრიორიტეტად აცხადებს. დაგეგმილ დისკუსიებზე საქართველოს საინვესტიციო გარემოზეც იმსჯელებენ. ისტორიაში პირველად ქვეყანა ფინანსურ სამიტსაც უმასპინძლებს, რომელიც ამავე ფორუმის ფარგლებში გაიმართება.