საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. სამზადისი თითქმის დასრულებულია. ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სცენა და სხვა საჭირო კონსტრუქციები. იგეგმება კონცერტები, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები. 17:10 წუთზე კი სხვა ქალაქებთან ერთად, შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის და ჯავშანტექნიკის გამოფენა იქნება.