მზადება 26 მაისისთვის  

ქვეყანა 26 მაისის აღსანიშნავად ემზადება.

კვირას, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წელი სრულდება. მოვლენების ეპიცენტრი წელსაც რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ, მთელი დღის განმავლობაში კი, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ისტორიული თარიღის აღნიშვნას, წელსაც უერთდება საქართველოს პირველი არხი. დილის 10 საათიდან, ჩვენი უწყვეტი ეთერი სწორედ 26 მაისის აღნიშვნას დაეთმობა. საღამოს რვა საათზე კი, პირველი არხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორ ნაწილად დაყოფილ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს და პირდაპირ ეთერში გადასცემს.

„გაიზიარე და გააზიარე მუსიკა“, -ასეთია კონცერტის სლოგანი. სამზადისია რეგიონებშიც.

წელს პირველად, დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური პროგრამით სვანეთშიც იზეიმებენ.