მზადება 26 მაისისთვის

12:01, 21.05.2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს დადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

გენო ოსიყმაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი