მწერლები მშვიდობისთვის - თავდაცვის სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

მწერლები მშვიდობისთვის – თავდაცვის სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის საგურამოს მუზეუმში გაიმართა. პროექტში, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება, 12 ქართველი თანამედროვე მწერალია ჩართული, ისინი ჯარის თემატიკაზე ნაწარმოებებს შექმნიან.

კრებულის გამოცემა აგვისტოშია დაგეგმილი. პროექტის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის წევრები მიესალმნენ და პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.